საქართველოში დასუფთავების კვირეული – „სუფთად ევროპისკენ“ გაიმართა

საქართველოს მასშტაბით, დასუფთავების აქციის კვირეული გაიმართა, სახელწოდებით „სუფთად ევროპისკენ“. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ერთი კვირის განმავლობაში, დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში, ჯამში, 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სახლში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კონკურსი – „სუფთა რეგიონი“ გამოაცხადეს.
​კონკურსის ნომინაციებია – სუფთა ქალაქი; სუფთა მუნიციპალიტეტი; სუფთა სოფელი; სუფთა ქუჩა; სუფთა ეზო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება. კონკურსის ჩასატარებლად, მაისის პირველ ნახევარში კონკურსის კრიტერიუმები დაეგზავნება ყველა რეგიონს და აგრეთვე, გავრცელდება სოციალური ქსელების საშუალებით. კვარტალურად მოხდება რეგიონებიდან შემოსული ინფორმაციების შეფასება ინდიკატორების მიხედვით. ოქტომბრის პირველ ნახევარში, სრულად შეჯამდება რეგიონალური მონაცემები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ოქტომბრის მეორე ნახევარში ნომინაციების მიხედვით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
კამპანიას მხარს შვედეთის განვითარების სააგენტო, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ უჭერენ.
იუსტიციის სახლიდან საქართველოს რეგიონების 10 საზოგადოებრივ ცენტრში ტელეხიდი გაიმართა. გამგეობის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და არალეგალური ნაგავსაყრელების თაობაზე პრეზენტაცია დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები