მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული „სოციალური თერაპიის სახლი” მოინახულა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს „სოციალური თერაპიის სახლს” ეწვია, რომელიც სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრულ ადამიანებს 1990 წლიდან ემსახურება. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური დახმარებით, „სოციალური თერაპიის სახლმა” სტამბისთვის ახალი საბეჭდი დანადგარები შეიძინა. მაკა ჩიჩუამ „სოციალური თერაპიის სახლში” მოქმედი სახელოსნოები დაათვალიერა, ბენეფიციარებს გაესაუბრა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ცენტრის ტერიტორიაზე 7 სხვადასხვა პროფილის სახელოსნო-საწარმო ფუნქციონირებს: საქსოვი, სადურგლო, სტამბა, სანთლების, მეორადი ქაღალდებისა და სამზარეულო, რომლებშიც ბენეფიციარები პროდუქციას ამზადებენ.
თერაპიულ სახელოსნოებში ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 პირი საქმიანობს და მხატვრულ და კულტურულ აქტივობებშია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები