„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: მედიაგარემო მსოფლიო მასშტაბით გაუარესდა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კვლევას აქვეყნებს, სადაც საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსით ნაწილობრივ პრობლემური სახელმწიფოების კატეგორიაში მოხვდა. საქართველოსთან ერთად, მედიაგარემოს თავისუფლების თვალსაზრისით ნაწილობრივ პრობლემური ქვეყნების კატეგორიაშია აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიც.
ორგანიზაციამ 180 ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და მედიაგარემო შეისწავლა, რის საფუძველზეც კვლევის პროცესში რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით იხელმძღვანელა: რამდენად უსაფრთხო გარემოში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა, რამდენად განიცდის ნებისმიერი მედიასაშუალება მთავრობისგან ზეწოლას, რამდენად აქვს წყაროს ანონიმურობის გარანტია და დევნიან თუ არა ჟურნალისტებს პოლიტიკური ნიშნით.
როგორც კვლევიდან ირკვევა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიაში არსებული მდგომარეობა 14%-ით გაუარესდა – გახშირდა ჟურნალისტების მკვლელობა, მედიის წარმომადგენლების დაკავებამ და ოპოზიციური მედიასაშუალებების დახურვამ კი რიგ ქვეყნებში მასობრივი სახე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები