ქართული დელეგაცია პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის გადადგომას მხარს უჭერს

ქართული დელეგაცია პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის გადადგომას მხარს უჭერს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილი გამოეხმაურა ასამბლეის დეპუტატების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სირიაში ვიზიტის გამო პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
”ჯგუფში ფაქტობრივად ყველა წევრმა მხარი დაუჭირა იმას, რომ პრეზიდენტი აგრამუნტი უნდა გადადგეს, მათ შორის საქართველოს დელეგაციის წევრებმაც. პრეზიდენტის მიმართ ამ წუთში საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან დიდი უნდობლობა, დიდი კრიტიკა და მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციისთვის სწორი იქნება, თუ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები