სატელევიზიო გადაცემა – „ეთნოფორი“ სოფელ ქვემო ჭალაში

სოფელ ქვემო ჭალაში, აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის სპეციალური გადაცემის „ეთნოფორი“-ს (რეჟისორი მიხეილ გაბაიძე) გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.
„ეთნოფორი“ ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწევა, ქვემო ჭალასაც ამ მიზნით ეწვია და გადაცემისათვის ფოლკლორულ ანსამბლ „ქართლი“-ს 6 სიმღერა ჩაწერა. სახალხო ფოლკლორული ანსამბლი „ქართლი“, ათეული წლებია უანგაროდ მოღვაწეობს და მაყურებელს ძველი ტრადიციული ფოლკლორით სიამოვნებას ანიჭებს.
ანსამბლმა 17 სიმღერიანი საკუთარი აუდიო დისკი გამოუშვა. „ეთნოფორი“ ფოლკლორულ ანსამბლებზე ფილმს იღებს, რომელიც აჭარიის ტელევზიის ეთერში გავა და მასში ანსამბლ „ქართლსაც“ ვიხილავთ – აღნიშნა ანსამბლის ხელმძღვანელმა ზაზა მენაბდიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „ქართლი“შიდა ქართლში პირველი ანსამბლია, რომელიც „ეთნოფორმა“ გადაცემისათვის ჩაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები