ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკა: შედეგები, გამოწვევები, შესაძლებლობები – აღნიშნულ თემებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა გააცნო და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმის აუცილებლობა, სავაჭრო ხელშეკრულებები და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი სხვა ინსტრუმენტები.
შეხვედრაზე იმ ალტერნატიულ სტრატეგიაზე ისაუბრეს, რომელიც  საქართველომ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში შეიძლება გამოიყენოს.
შეხვედრაში ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვახტანგ ლეჟავა, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი, ერიკ ლივნი და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის ლიდერი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევიევ ბუარო მონაწილეობდნენ.
საქართველოს ბიზნესასოციაცია ამ პროექტის ფარგლებში, პერიოდულად ჩაატარებს შეხვედრებს სტუდენტებთან და შეეცდება, შექმნა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სასარგებლო პლატფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები