„ნაციონალური მოძრაობა“, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური წამქეზებლის პასუხისმგებლობას ვერასდროს მოიხსნის“

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური წამქეზებლის პასუხისმგებლობას ვერასდროს მოიხსნის“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმის მოვლენების თაობაზე არსებულ კითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს.
„პოლიტიკური შეხედულებების თანხვედრა დანაშაულში თანამონაწილეობისთვის აუცილებელი არ არის . დანარჩენ დეტალებზე გამოძიება ალბათ ამომწურავ პასუხს გასცემს და საბოლოო შედეგთან დაკავშირებული იქნება ეს პასუხი, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას „ ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად, პოლიტიკური წამქეზებლის პასუხისმგებლობას ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ვერასდროს მოიხსნის“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები