აშშ-მა სამხრეთ კორეაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსება დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის, THAAD-ის განთავსება დაიწყო. ამ ფაქტმა სამხრეთ კორეის მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია.
სონჯუს პროვინციაში, სადაც ამერიკელმა სამხედროებმა შესაბამისი დანადგარები ჩაიტანეს, ავტომობილების კოლონას დემონსტრანტები დახვდნენ, რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას აპროტესტებენ.
პეკინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ THAAD-ის სისტემა რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.
შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსების გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ცდების და ბალისტიკური რაკეტების გამოცდების საპასუხოდ გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები