აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ აჩიკო და პაატა როგავებს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალდებულებს აჩიკო და პაატა როგავებს სოხუმის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლებიც აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთაში არიან ბრალდებულები.
გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ორივე მათგანი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.
არჩილ და პაატა როგავები გალის რაიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის და რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა 5 აპრილს დააკავეს. დაკავებისას პაატარა როგავამ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია და „მესაზღვრეს“ სახეში ქვა ჩაარტყა.