მუხლუხოები, რომლებიც პტასტიკით იკვებებიან, ადამიანს ნაგავთან ბრძოლაში დაეხმარებიან

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩრჩილის მუხლუხოს, რომელიც ფიჭით იკვებება, პლასტიკის ჭამაც შეუძლია. ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს მწერი ფიჭის და სანთლის მსგავსად პლასტიკსაც ანადგურებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ცნობისთვის, პლასტიკური ნარჩენებით ნიადაგის და ოკეანის წყლების დაბინძურება ერთ-ერთი უსერიოზულესი ეკოლოგიური პრობლემაა.
ყოველწლიურად მსოფლიოში 80 მილიონი ტონა პოლიეთილენის წარმოება ხდება, რომელიც პარკების და სხვა შეფუთვების წარმოებისას გამოიყენება. მის გახრწნას ასობით წელი სჭირდება.
ჩრჩილის მუხლუხოს ამ პარკის გახვრეტა ერთ საათში შეუძლია.
ამჟამად მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა ნივთიერებას გამოჰყოფს ჩრჩილის მუხლუხო პლასტიკური ნარჩენების გადასამუშავებლად. ეს მეცნიერებს პლასტიკური ნარჩენების უტილიზაციის პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები