„ნასას“ სპეციალისტებმა მზეზე აფეთქებები დააფიქსირეს
„ნასას“ მზეზე დაკვირვების ობსერვატორიის სპეციალისტებმა ვარსკვლავის ზედაპირზე უჩვეულო მოვლენა დააფიქსირეს. მზის “გვირგვინში” შეინიშნება ძლიერი აფეთქებები.
მათი ინფორმაციით პირველი აფეთქების შემდეგ გაელვებების მთელი სერია მოხდა.
„ასეთი მოვლენა ადრეც შეგვინიშნავს. თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი იყო“, – წერია „ნასას“ საიტზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ის თითქმის 20 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მზის აქტიურობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ბოლო წლების განმავლობაში, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ასეთი აფეთქებები დედამიწაზე მოსახლეობის ნაწილზე გავლენას ახდენს. ეს მეტეოდამოკიდებულ ადამიანებზე განსაკუთრებით მოქმედებს, ანუ ისეთ ადამიანებზე ახდენს გავლენას, რომლებიც შაკიკს, ძილის დარღვევას და ქრონიკულ გულსისხლძარღვთა დაავადებებს უჩივიან.