30 დაკავებული, 9 დაჭრილი – პარიზში მომხდარი არეულობების შედეგი (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი არეულობების შედეგად 30 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ იუწყება. დაშავებულია პოლიციის 6 თანამშრომელი და სამი მომიტინგე. საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა ორი ავტომობილი დაწვეს. საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო. მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გავიდნენ. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები