გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლისტი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები