იტალიაში სასამართლომ დაადგინა, რომ მობილურმა ტელეფონმა ტვინის სიმსივნე გამოიწვია
იტალიის ქალაქ ივრეას სასამართლომ დაადგინა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის თანამშრომელს, რომელიც 15 წლის განმავლობაში მობილური ტელეფონით დღეში 3-4 საათის განმავლობაში საუბრობდა, ტვინის სიმსივნე განუვითარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
57 წლის რობერტო რომეროს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვისას სასმართლომ დაადგინა, რომ მას სახელმწიფომ პენსია უნდა გადაუხადოს. ექიმების განცხადებით, რომეროს სიმსივნე კეთილთვისებიანია და მას გამოჯანმრთელების შანსი აქვს.
სასამართლომ რომეროსთვის ყოველთვიურად პენსიის სახით 500 ევროს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ თანხებს მას იტალიის ნაციონალური სადაზღვევო ფონდი გადაუხდის.