დიდი ბრიტანეთის დედოფალს 91 წელი შეუსრულდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს დღეს 91 წელი შეუსრულდა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაბადების დღეს მონარქი საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნავს.
ლონდონის ჰაიდ-პარკში, ტრადიციულად, სალუტი მოეწყობა. თავად დედოფალი ამ დღეს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებს. ის არანაირ ოფიციალურ ღონისძიებებს არ გეგმავს.
ელისაბედ მეორე 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. დედოფალი ის 1952 წელს, 25 წლის ასაკში გახდა. ამჟამად ის გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ტახტზე ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი მონარქია. 6 თებერვალს მან ტახტზე ყოფნის 65 წლის იუბილე აღნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები