თბილისში მამაკაცმა მეზობელი მოკლა – დანაშაული გახსნილია

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მეზობელს – 1945 წელს დაბადებულ ნ.ზ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები