ისრაელში მწერის ფორმის საბრძოლო დრონს შექმნიან
ებრაელი მეცნიერები მწერის ფორმის მქონე უპილოტო საფრენ აპარატს შექმნიან. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თეთფრთიანთა სახეობის მწერების ფრენის სტილის მიხედვით შექმნილი დრონების ჰაერში გადაადგილება ბევრად უფრო სტაბილური იქნება.
თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი თეთრფრთიანი მწერები ფრენის დაწყებისას ფრთებს მხოლოდ ნაწილობრივ შლიან და ფრენას ისინი ნახტომით იწყებენ. აფრენის შემდეგ მწერი ფრთებს ბოლომდე შლის და ფრენას იწყებს. იგივე პრინციპით მიწაზე დაშვებაც ხდება.
ამ მეთოდის გამოყენებით თეთრფრთიანის ფრენა სხვა მწერებთან შედარებით უფრო სტაბილურია. „ბუნება თავად გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს უპილოტო აპარატების საფრენი მახასიათებლების გაუმჯობესება.