პაკისტანის პოლიციამ „თალიბანის“ 8 წევრი მოკლა

პაკისტანის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ 8 წევრი გაანადგურა, რომლებიც ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
სპეცოპერაცია ქალაქ ლაჰორის მახლობლად განხორციელდა, რომელიც ბოლო თვეებში ტერორისტების სამიზნე რამდენჯერმე გახდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შენობას, რომელშიც ტერორისტები იმყოფებოდნენ, პოლიციამ ალყა შემოარტყა, მაგრამ მათ დანებებაზე უარი განაცხადეს. ორმხრივი სროლის დროს ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულ იქნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები