ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს სამი ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)

ვენესუელაში პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. ოთხშაბათს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების დროს ორი სტუდენტი და ნაციონალური გვარდიის სერჟანტი დაიღუპნენ.
“როიტერის” ცნობით, საპროტესტო აქციები ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში და სხვა ქალაქებში გაიმართა. აქციის მონაწილეები მადუროს დემოკრატიული ფასეულობების დარღვევასა და ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებს.
მიმდინარე თვეში ვენესუელაში მომხდარი შეტაკებების შედეგად უკვე 8 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები