თბილისში, სასტუმროში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, სასტუმრო „მწვანეში“ მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
შემთხვევა მოსკოვის გამზირზე მდებარე სასტუმროში მოხდა.
ყოფილ პოლიციელს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.
ინციდენტის შემდეგ, დაშავებული პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც სათვალთვალო ვიდეოკამერებია განთავსებული, ადასტურებენ, რომ საპატრულო პოლიციამ ვიდეოჩანაწერები დაათვალიერა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები