სირიელმა ფოტოგრაფმა აბდ ალქადერ ჰაბაკმა ფოტოგადაღება შეწყვიტა და აფეთქების დროს დაშავებული ბავშვის გადარჩენა სცადა.
შემთხვევის დროს, ავტობუსის აფეთქებას 126 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 68 ბავშვი იყო. ფოტოგრაფი აღნიშნულ კადრებს იღებდა, როდესაც მძიმედ დაშავებული ბავშვი დაინახა. ჰაბაკმა პროფესიული მოვალეობა გვერდზე გადადო და ბავშვი ხელში აიტაცა.
როგორც „სი ენ ენთან“ ფოტოგრაფი ყვება, ბავშვი მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ცოცხალი იყო და სუნთქავდა. ჰაბაკმა ბიჭის მიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამდე მოახერხა. თუმცა შეძლეს თუ არა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა, ამაზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს.
“ეს საშინელი მომენტი იყო, დავინახე რომ ბავშვი ზუსტად ჩემ წინ იწვა და სიკვდილს ებრძოდა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე, კამერა გვერდზე გადამედო და ადამიანები გადამერჩინა”, – ამბობს CNN-თან ინტერვიუში აბდ ალქადერ ჰაბაკი.