დედამიწას ხუთშაბათს გიგანტური ასტეროიდი მიუახლოვდება
დედამიწას ხუთშაბათს გიგანტური ასტეროიდი JO25 მიუახლოვდება, რომლის დიამეტრი ნახევარ კილომეტრს აღემატება. ის დედამიწას დაახლოებით 1,8 მილიონი კილომეტრით ჩაუფრენს, რაც კოსმოსური მასშტაბით ძალზე ახლოა.
ბოლო 400 წლის განმავლობაში მსგავსი ზომის კოსმოსური ობიექტი დედამიწას პირველად უახლოვდება. დედამიწის სიახლოვეს, ძირითადად, ბევრად უფრო მცირე ზომის იბიექტები ფიქსირდება.
ასტრონომები აცხადებენ, რომ JO25-ის დედამიწასთან შეჯახება მოსალოდნელი არ არის. ის, რომ ჩვენს პლანეტას შეჯახებოდა, ერთი კონტინენტი მთლიანად განადგურდებოდა.
ასტეროიდი წამში 33 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება. დედამიწასთან მიახლების მომენტში მისი დანახვა მცირე ზომის ტელესკოპშიც იქნება შესაძლებელი.