იაფი თანამგზავრების გაშვება კოსმოსში შეჯახების რისკს ზრდის
კოსმოსში ათასობით იაფი ტელესაკომუნიკაციო თანამგზავრის გაშვება ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის რაოდენობას და შეჯახების ალბათობასაც გაზრდის. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც საუნტჰემპტონის უნივერსიტეტის კვლევებშია აღნიშნული, მომავალი 200 წლის განმავლობაში თანამგზავრებს შორის შეჯახების რისკი 2-ჯერ იზრდება.
ამჟამად საკომუნიკაციო თანამგზავრების ფასი ასობით მილიონი ფუნტია. ამასთანავე სერიული წარმოების შემთხვევაში მათი ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ამჟამად ორბიტაზე 1300-ზე მეტი თანამგზავრი მოძრაობს. მეცნიერები რეკომენდაციით გამოდიან, რომ მისი დასრულების წინ თანამგზავრების უფრო დაბალ ორბიტაზე გადაანაცვლონ, რომ ის ატმოსფეროში დაიწვას.