მარინ ლე პენი საფრანგეთში მიგრანტების ჩასვლის აკრძალვის პირობას დებს

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი და „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი პირობას დებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის ქვეყანაში ნებისმიერი სახის იმიგრაციას აკრძალავს, ვიდრე ლეგალური მიგრაციის დასარეგულირებლად აუცილებელი კანონების მიღება არ მოხდება.

„მე იმიგრაციაზე მორატორიუმს გამოვაცხადებ, რათა ეს არანორმალური, უკონტროლო პროცესები შეწყდეს, რის გამოც ჩვენ ქვევით მივექანებით”, – განაცხადა ლე პენმა პარიზში გამართულ მიტინგზე.

ელ პენის ძირითადი კონკურენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირში საფრანგეთის წევრობის შენარჩუნების და ბლოკში მისი როლის გაძლიერების პირობას დებს.

„ჩვენ გვჭირდება ევროპა და ჩვენ მის გარდაქმნას ხელი უნდა შევუწყოთ. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც თქვენს ევროპულ ამბიციებს გამოაღვიძებს“, – აცხადებს მაკრონი.

ბოლო მონაცემებით, ემანუელ მაკრონს ამომრჩეველთა 24% უჭერს მხარს, ხოლო ლე პენს – 23%. რაც შეეხება მესამე კანდიდატს – ფრანსუა ფიონს, მას მხარს უჭერს 19,5%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები