ერდოღანი ეუთოს: თქვენი ადგილი უნდა იცოდეთ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეუთოს უპასუხა, რომელმაც თურქეთში 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციამ „თავისი ადგილი უნდა იცოდეს“. ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი” იუწყება.
„თქვენია ადიგილი იცოდეთ! ჩვენ არ ვაპირებთ ყური ვუგდოთ პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომლებსაც თქვენ ამზადებთ“, – აცხადებს ერდოღანი.
ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე რეფერენდუმის ჩატარება არასწორია. გარდა ამისა, ამ ორგანიზაციას პრეტენზიები საარჩევნო კომისიების და წინასაარჩევნო კამპანიის მიმართაც აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები