თურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გახანგრძლივდა

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაგრძელდა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ნუმან კურტულმუშმა განაცხადა. შესაბამისი შუამდგომლობით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ მიმართა. საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 2016 წლის ივლისიდან მოქმედებს. მას შემდეგ ის რამდენჯერმე გაგრძელდა.
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ რეფერენდუმის მეორე დღეს გამოცხადდა.
საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაფართოებას რეფერენდუმში მონაწილეთა 51%-მა მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები