ეუთო – თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა

თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ რეფერენდუმი ამ ცვლილების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არათანაბარი შესაძლებლობების პირობებში ჩატარდა. ამის შესახებ ეუთო აცხადებს.
„რეფერენდუმის ტექნიკური მხარე კარგად იყო მომზადებული, მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ამომრჩეველს მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია არ მიუღია, ნეგატიური ეფექტი იყო ასევე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა“ – აცხადებენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში.
ეუთოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, რეფერენდუმი ჩატარდა პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც დემოკრატიული პროცესისთვის აუცილებელი პირობები შეზღუდული იყო.
ბოლო მონაცემებით, საპარლამენტოდან მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას თურქეთში ამომრჩეველთა 51%–მა მხარი დაუჭირა. ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს და ამ შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები