ტაჯიკეთმა უზბეკეთი მეცხვარის მკვლელობაში დაადანაშაულა

უზბეკმა მესაზღვრეებმა ტაჯიკ მეცხვარეებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს. სროლის შედეგად ერთი მეცხვარე დაიღუპა და ერთი – მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტაჯიკეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ინციდენტი დასახლება შალუმის მახლობლად მოხდა. ტაჯიკეთის მხარე ირწმუნება, რომ მეცხვარეები უზბეკეთის ტერიტორიაზე არ გადასულან.
უზბეკეთის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, მეცხვარეებმა მესაზღვრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო ერთ–ერთმა დანა ამოიღო.
ტაჯიკეთს და უზბეკეთს შორის 1993 წლიდან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობების შენარჩუნებული. ორ ქვეყანას შორის მოქმედებს სავიზო რეჟიმი, ხოლო სატრანსპორტო მიმოსვლა პრაქტიკულად არ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები