მერვე „ფორსაჟმა“ დასვენების დღეებში მიღებული შემოსავლის რეკორდი დაამყარა

მძაფრსიუჟეთიანი ფილმის, “ფორსაჟის“ მერვე სერიამ, რომლის პრემიერა კინოთეატრებში შედგა, პირველ უიკ–ენდზე შემოსავლის რეკორდი დაამყარა. მან მსოფლიოს კინოთეატრებში 532 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
წინა რეკორდი ფილმს „ვარსკვლავური ომები – ძალის გამოღვიძება“ ეკუთვნოდა. „ფორსაჟმა“  ფანტასტიკურ კინოსაგას 3 მილიონი დოლარით გაასწრო.
აღსანიშნავია, რომ „ფორსაჟი8“–მ უიკ–ენდზე მიღებული შემოსავლით ამ ფილმის წინა სერიასთან შედარებით 47 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები მიიღო.  რაც შეეხება ამ უიკ–ენდზე მეორე ადგილზე გასულ, ანიმაციურ  ფილმს – „ბოსი–ლაწირაკი“ მან მხოლოდ 15,5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
მერვე „ფორსაჟში“ ვინ დიზელის გარდა თამაშობენ ასევე შარლიზ ტერონი, დუეინ ჯონსონი, ჯეისონ სტეტჰემი, კურტ რასელი და სხვა ცნობილი მსახიობები. ამ ფილმის შვიდ სერიაში მთავარ როლს პოლ უოკერიც ასრულებდა, რომელიც 2013 წელს ავტოავარიაში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები