ებრაელი სასულიერო პირი, რომელსაც უკრაინაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ისრაელში გარდაიცვალა

ისრაელში 64 წლის რაბინი მენდელ დეიჩი გარდაიცვალა, რომელსაც 2016 წლის ოქტომბერში უკრაინის ქალაქ ჟიტომირში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გაძარცვეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
მენდელ დეიჩი მოძრაობა „ჰაბადს“ წარმოადგენდა. მას ორმაგი – ისრაელის და საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა.
რაბინზე თავდასხმა 2016 წლის 7 ოქტომბერს ღამით მოხდა. ის ჟიტომირის სარკინიგზო სადგიურთან გაძარცვეს და სასტიკად სცემეს. რაბინს ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ ისრაელში გადაყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის კომაში ჩავარდა.
მომხდართან დაკავშირებით ორი მამაკაცი და ორი გოგონაა დაკავებული. მოძრაობა „ჰაბადის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თავდასხმის მიზეზი ამ პირთა ანტისემიტური შეხედულებები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები