სირიაში აფხაზურ სააგენტო ANNA-News-ზე მომუშავე ჟურნალისტები დაიჭრნენ

სირიის ქალაქ დეირ–ეზ–ზორში ორი ჟურნალისტი დაიჭრა, რომლებიც აფხაზურ სააგენტო ANNA-News–ზე მუშაობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ უწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, იგორ დმიტრიევი და ოლეგ ბლოხინი ვერტმფრენში ჩასხდომის დროს ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრნენ.
ბლოხინს ხელი, დმიტრიევს კი ფეხები და მუცელი დაუზიანდა. ამის შემდეგ ქალაქ კამიშლიში მათი ევაკუაცია განხორციელდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დეირ–ეზ–ზორის ერთ–ერთ რაიონს ცეცხლი გაუხსნეს. შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. დაშავებულთა უმეტესობა – ქალები და ბავშვები არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები