მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარიანას ღრმულის ქვეშ სიცოცხლე არსებობს
მეცნიერებმა ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილის, მარიანას ღარის ქვეშ სიცოცხლე აღმოაჩინეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ღრმულის ქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეზე ბაქტერიები ცხოვრობენ.
მკვლევართა ჯგუფმა წყლის და ქანების სინჯები შეისწავლეს, რომლებიც ღრმულიდან სპეციალური აპარატების მეშვეობით მოიპოვეს. ვინაიდან ის ქანები, სადაც ბაქტერიები არსებობს, ტალახის ვულკანით ამოდის, შესაბამისად მეცნიერებმა სიღრმე დაადგინეს, სადაც ბაქტერიები ბინადრობენ.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ მთის ქანები ზღვის წყლის მაგმატური მინერალების დაჟანგვის დროს წარმოიქმნება და ამ ქიმიური რეაქციის დროს მეთანით და წყალბადი წარმოიქმნება. სწორედ ეს არის მიკრობების სიცოცხლისთვის აუცილებელი ენერგია.
ნაპოვნი ბაქტერიები ცელსიუსით 122 გრადუსს უძლებენ და ზღვის ფსკერის ქვეშ სიცოცხლე შეუძლიათ.
ცნობისთვის მარიანას ღარის სიღრმე 11 კილომეტრს შეადგენს. შესაბამისად, აღმოჩენილი ბაქტერიები ზღვის ზედაპირიდან 20 კილომეტრის სიღრმეზე ბინადრობენ.