საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სუს-ში გასულ წელს 658 განცხადება შევიდა

2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შემოვიდა 658 განცხადება, რომელთაგან დაკმაყოფილდა 458, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 8, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა 130 და არ დაკმაყოფილდა 62 განცხადება, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
სუს-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ განხორციელდა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გეგმიური ინსპექტირება. აღნიშნული მიზნად ისახავდა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების, ასევე კავშირგაბმულობის არხიდან/კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მონაცემთა ბანკების გამოყენების ტექნიკური, ორგანიზაციული და პროცედურული საკითხების შემოწმებას.
„უსაფრთხოების სამსახურმა საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის უფლებამოსილება ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე, შესაბამისად სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ ორეტაპიანი, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემით. აღნიშნული გამორიცხავს ინსპექტორის თანხმობის გარეშე ობიექტების აქტივაციის შესაძლებლობას.
უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა ინსპექტორთან ამ მიმართულებით და ატარებდა ყველა აუცილებელ ღონისძიებას კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები გაეცნენ შიდა სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებენ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურულ და ორგანიზაციულ საკითხებს.
საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ განხორციელდა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გეგმიური ინსპექტირება. აღნიშნული მიზნად ისახავდა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების, ასევე კავშირგაბმულობის არხიდან/კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მონაცემთა ბანკების გამოყენების ტექნიკური, ორგანიზაციული და პროცედურული საკითხების შემოწმებას. შემოწმების დასრულების შემდეგ ინსპექტორის მიერ შემუშავებული შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის მიერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფდა საჯარო ინფორმაციის გაცემას. 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შემოვიდა 658 განცხადება, რომელთაგან დაკმაყოფილდა 458, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 8, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა 130 და არ დაკმაყოფილდა 62 განცხადება.
სუს-ის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სამსახურის საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, შეიქმნა სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი (ssg.gov.ge). ასევე 2016 წლის აგვისტოდან ამოქმედდა სუს-ის ცხელი ხაზი „123“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები