რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთავის 28 საჯარო სკოლიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე დამამძიმებელ გარემოებებში, უკანონოდ შეძენილი-შენახული ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კაზუსი განიხილეს.
ღონისძიების დასასრულს პროკურატურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
ასევე სასამართლო პროცესში მონაწილე 21 მოსწავლე, საქართველოს პროკურატურის სახელით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდა. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული შესწავლის ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები