გიორგი ალიბეგაშვილი: დავით ნარმანიამ შეასრულა თავისი სიტყვა და უკვე სამი წელია ქალაქზე ერთად ვზრუნავთ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის შეფასებისას დავით ნარმანიას, მერიის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებს გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩვენ ყველა ერთი ქალაქის შვილები ვართ. დავით ნარმანიამ პირობა დადო, რომ ერთად ვიზრუნებდით თბილისზე.
ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ასე მოვდივართ უკვე სამი წელია. მე არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენ განსაკუთრებულ თითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ და ვაცნობიერებთ, რომ ამ ქალაქში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მერის დღევანდელი ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დამკვიდრდა სრულიად ახალი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი კულტურა.
ჩვენი გუნდური მუშაობით ერთმანეთს ხელი შევუწყეთ და მათ, ვინც ჩვენს მერე მოვლენ ამის კარგი მაგალითი მივეცით.
ჩვენ დავძლიეთ გარდამავალი პერიოდი და ვფიქრობ, შევძელით, რომ ჩვენი ქალაქის მომავალი კიდევ უფრო უკეთესი გამხდარიყო“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.