დავით უთმელიძე: მერის ანგარიშის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ ოპონენტებს კითხვები არ გაუჩნდათ
თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქციის ,,ქართული ოცნება – კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციური ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს გამოეხმაურა.
,,სირცხვილია, როდესაც ოპოზიციის მიერ 2 თვის განმავლობაში აგებული პიარის ფონზე ჩვენს ოპონენტებს მერთან კითხვები არ აქვთ. მართალი იყო დავით ნარმანია, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიციას მხოლოდ შოუს დადგმა სურდა’’,- განაცხადა დავით უთმელიძემ.
უმრავლესობის წევრმა დავით ნარმანიას წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა და დედაქალაქის მერს, საქალაქო სამსახურებსა და საკრებულოს წევრებს გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.