საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე უძღვებოდა. გიორგი ალიბეგაშვილმა ბიუროს წევრებს საკრებულოს სხდომის დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხი გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე რეგლამენტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
მისი განცხადებით, დედაქალაქის მერის ანგარიშის წარდგენა, სავარაუდოდ, 30 წუთიანი იქნება, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებს კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ.
რეგლამენტის მიხედვით, ასევე ყველა ფრაქციას მერის ანგარიშის შეფასების საშუალება მიეცემა. დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისის მერი დავით ნარმანია ერთწლიანი ანგარიშით წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები