დავით ნარმანია: მერობის კანდიდატზე გუნდში კონსულტაციები გაიმართება

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატზე გუნდში კონსულტაციები გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში განაცხადა.

თბილისის მერს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ავალიანმა კითხვა დაუსვა, აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. დავით ნარმანიამ კი ასე უპასუხა – გუნდში გაიმართება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის მიხედვით ვიმოქმედებ“.

დედაქალაქის მერმა საკრებულოს დღეს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები