გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ზიგფრიდ ბრაკე მიიღო.

გიორგი მარგველაშვილმა ზიგფრიდ ბრაკეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ბელგიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილეს.

ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები