ბისეკის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სხდომას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 48-ე სხდომა გაიხსნა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე 2016 წლის 5-6 ოქტომბერს ქ. ანტალიაში გამართული 47-ე კომიტეტის სხდომის ოქმი დაამტკიცეს, ასევე იმსჯელეს ბისეკის ქვეყნებში ახალი და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე.
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ განახლებადმა ენერგიებმა უმთავრესი როლი უნდა ითამაშონ გლობალურ ენერგოუზრუნველყოფაში – უპასუხონ კლიმატის ცვლილების შედეგად გაზრდილ გარემოსდაცვით და ეკონომიკურ საფრთხეებს. განხილული საკითხები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, განსაკუთრებით ჰიდრორესურსებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები