პარლამენტის ადგილმდებარეობა შესაძლოა, კონსტიტუციით აღარ იყოს განსაზღვრული

საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა შესაძლოა, კონსტიტუციით აღარ იყოს განსაზღვრული და პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირდეს.
ამ წუთებში საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობენ. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიაა, პარლამენტის ადგილსამყოფელად კონსტიტუციაში ჩაიწეროს როგორც ქუთაისი, ასევე თბილისი.
მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ადგილმდებარეობის თაობაზე კონსტიტუციიდან არსებული ჩანაწერი უნდა ამოვიდეს და ეს საკითხი რეგლამენტით დარეგულირდეს.
დეპუტატ ზვიად ძიძიგურის თქმით, თუკი კონსტიტუციაში გაქრება ჩანაწერი, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილსამყოფელად მითითებულია ქალაქი ქუთაისი, ეს ავტომატურად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლას არ ნიშნავს, ამ დროისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტში ქუთაისის ადგილსამყოფელად ქუთაისია დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები