დეკანოზი გიორგი მამალაძე აღსარებას მამა რევაზ სიხარულიძეს აბარებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე აღსარებას მამა რევაზ სიხარულიძეს ჩააბარებს. ე.წ. მატროსოვის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მამა რევაზ სიხარულიძე შევიდა.
როგორც მამა რევაზ სიხარულიძემ ჟურნალისტებს #9 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განუცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძისგან აღსარებას ჩაიბარებს.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე დღეა დეკანოზი გიორგი მამალაძე ზიარებას ითხოვს. გასულ კვირას მან ორი სასულიერო პირი – მამა რევაზ სიხარულიძე და კახაბერ გოგოტიშვილი დაასახელა, რომელსაც ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლა და მისი ზიარება შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები