ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრად დანიშვნაზე: არც განხილვა ყოფილა და არც მინიშნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ბესელიას თქმით, აღნიშნულ უწყებას ძალიან კარგი მინისტრი ჰყავს. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არც განხილვები ყოფილა და არც მინიშნება.
“იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ძალიან კარგი მინისტრი, მეც არ მგონია ამ ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტის ცუდი თავმჯდომარე ვიყო“, – განაცხადა ბესელიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, რომლის თანახმად, ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრის პოსტზე ინიშნება, იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი კი სტრასბურგის სასამართლოში ინაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები