ზიგფრიდ ბრაკე: საქართველო სტაბილური პარტნიორია სენსიტიურ რეგიონში

ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ზიგფრიდ ბრაკეს განცხადებით, საქართველოს და ბელგიას ერთმანეთთან საუკეთესო დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს. მისივე თქმით, საქართველო სტაბილური პარტნიორია სენსიტიურ რეგიონში.
„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით,რათა აღვნიშნოთ ძალიან კარგი, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ბელგიის სამეფოს აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, საუბარი და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ღრმა ფესვები დემოკრატიულ სისტემაში, თქვენ ხართ სტაბილური ქვეყანა სენსიტიურ რეგიონში და ეს კიდევ ერთი მიზეზია თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ბელგია მხარს უჭერს თქვენს მოთხოვნებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით – მოდით შევთანხმდეთ ამაზე. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გზებზე. ჩვენს ინტერესებშია, თქვენთან ერთად მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს სტაბილური პარტიორი ამ რეგიონში და რა თქმა უნდა, თუ შევძლებთ დაგეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში, ძალიან მოხარულები ვიქნებით”,- განაცხადა ზიგფრიდ ბრაკემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ერთობლივი განცხადების შემდეგ, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის თბილისის სასახლე დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები