ლევან იზორია: თავდაცვის ბიუჯეტში თანხები პროპორციულად არ იყო განაწილებული

 თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვისუნარიანობის გაზრდით ხსნის.
მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტში თანხები პროპორციულად არ იყო განაწილებული.
”ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო, თავდაცვის ბიუჯეტში პროპორციულად არ იყო თანხები განაწილებული, თავდაცვის ბიუჯეტის 70% მიმართული იყო სახელფასო უზრუნველყოფაში და სოციალურ დახმარებებზე მიმართული, ხოლო აღჭურვილობაზე 2%. თუ ეს ნაბიჯები არ გადავდგით, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილებები, მე ვგრძნობდი ამ პასუხისმგებლობას, რომ გადაგვედგა ეს პრინციპული ნაბიჯები და აგვეხსნა მოსახლეობისთვის, რატომ არის ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები