გია ვოლსკი მოსმენების კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ნაწილის პოზიციას უსაფუძვლოს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მოსმენების კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ნაწილის პოზიციას უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, რაც არ გამორიცხავს მისი უსაფრთხოების დაცვის ინტერესს.
“300 სარჩელის მოგროვება არ არის რთული, ცოტა მეტი რატომ არ მოაგროვეს, ეს მიკვირს. არასამთავრობოებისა და პარტიების პოზიცია საფუძველს მოკლებულია იმიტომ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სხვაგვარია, სახელმწიფო სხვანაირად მოქმედებს. სახელმწიფომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, რომელიც არ გამორიცხავს მისი უსაფრთხოების დაცვის ინტერესს. ეს არის ორი ერთი და იგივე თემა, რომელიც უკავშირდება პატარა საქართველოს და მისი მოქალაქეების დაცულობას. სისტემა შეიქმნა და ამ სისტემას უპირისპირდება ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით გარკვეული ჯგუფები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ კამპანიამ ”ეს შენ გეხება” დღეს ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული 300-მდე მოქალაქის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები