გიორგი მარგველაშვილი: არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რუსული ენა უნდა მივივიწყოთ

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული ენა საქართველოში დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
საქართველოში რუსული ენის მნიშვნელობაზე, დღეს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე დისკუსიის დროს ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ეს არის ენა, რომლითაც აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან გვაქვს ურთიერთობა და რუსული ენა ინფორმაციის გავრცელებისთვის ძალიან კომფორტულია. მისი თქმით, რუსული ენის დავიწყება იქნება პრინციპულად არასწორი.
„როდესაც შენ გაგაჩნია ძალა, როდესაც შენ გაგაჩნია სიმართლე, შენ არ უნდა ჩახსნა ამ სიმართლის გავრცელების საშუალება.
რუსული ენა, რომელიც ძალიან აქტიური იარაღი და რესურსია, ამ რუსული ენის დავიწყება იქნება პრინციპულად არასწორი. არ არის მარტო იმაზე საუბარი, რომ სომხურ უმცირესობას ხომ არ ჯობია სომხურ ენაზე ვესაუბროთ. მნიშვნელოვანია, რომ სომხურმა უმცირესობამ, აზერბაიჯანულმა უმცირესობამ, აფხაზურმა უმცირესობამ, ოსებმა და ყველა სხვამ ერთი და იგივე მესიჯი გაიგონ.ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენას არის ძალიან კომფორტული.
არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს იარაღი. ბევრად მეტად უნდა იყოს გამოყენებული, ჩემი აზრით, ერთიანი მესიჯის მისატანად”, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები