თბილისის მერია დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „კვირას“ მერიიდან აცნობეს, დედაქალაქის მერი საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერიის მიერ 2016 წელს განხორციელებული და 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
„თბილისის მერი ყურადღებას გაამახვილებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კერძოდ, ჩატარებულ საგზაო სამუშაოებზე, ხიდების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე; ისაუბრებს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის შესახებ;
დავით ნარმანია, ასევე, შეეხება დედაქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების საკითხებს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
თბილისის მერი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, რომელიც დედაქალაქს 2017 წელს ექნება; ყურადღებას გაამახვილებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
გარდა ამისა, დავით ნარმანია დეპუტატებს მიაწვდის ინფორმაციას, რამდენი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა 2016 წელს თბილისში და რა იგეგმება ამ მიმართულებით 2017 წელს.
ამასთან, თბილისის მერი ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილებს ყურადღებას“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები