ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი მოდელი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას გამორიცხავს

კონსტიტუციის ახალი მოდელი პარლამენტში  საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას გამორიცხავს,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, შემოთავაზებული ვარიანტი არის საუკეთესო ბალანსი ორ ძირითად ინტერესს შორის, ეს არის პლურალიზმისა და სტაბილურობის ინტერესი.
„გვახსოვს, რომ წარსულში გარკვეული რისკები უკავშირდებოდა ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც გვაქვს პროექტში.  არის უამრავი სხვა ცვლილება, რომელიც უკავშირდება პარლამენტის თავს. ახალი რედაქციით ჯეროვნად მოწესრიგებულია პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი სუსტი მხარე არსებული კონსტიტუციის და ეს საკითხები არის სათანადოდ მოწესრიგებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები