ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი პროექტით პრეზიდენტის სტატუსი არ იცვლება

კონსტიტუციის ახალი პროექტით პრეზიდენტის სტატუსი არ იცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართა ვენეციის კომისიის ექსპერტებთანაც.
„იყო საუბარი იმაზე, თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა. სტატუსი რჩება ზუსტად ისეთ როგორიც არის მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული. ეს არის მაღალი სტატუსი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. სტატუსი არ იცვლება და უფლებამოსილების კუთხით გვაქვს ცვლილება მხოლოდ იქ, სადაც ამას მოითხოვს იურიდიული ლოგიკა.
ამასთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსია ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და მათ სრულად დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის ნაწილში“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, სერიოზული დისკუსიები გაიმართა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც.
„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები კომისიის ფორმატი, სხვა ფორმატებშიც. წარმოდგენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც არის წარმოდგენილი და ამას ეფუძნება ის ცვლილება, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები